რჩევები
BACK
მართე სახლი დისტანციურად ჭკვიანი სისტემების დახმარებით
08.02.2019

ფლექსი ბაგების პროექტში, ბინის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად გადმოგეცემათ ჭკვიანი სახლის სისტემა, რომლის დახმარებით შეძლებთ დისტანციურად მართოთ სახლში დამონტაჟებული შემდეგი პროდუქტები: 

ჭკვიანი საკეტი - კარის ჭკვიანი საკეტის მეშვეობით თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ გასაღების არსებობას. თქვენი კარი ამიერიდან ავტომატურად ჩაიკეტება, ხოლო გაღებას შეძლებთ შემდეგი მეთოდებით: თითის ანაბეჭდით ან თქვენს მიერ დაგენერირებული კოდით. ოჯახის თითოეულ წევს შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებელი კოდი და შესაბამისად თითის ანაბეჭდი. აპლიკაციის მეშვეობით მუდმივ რეჟიმში გეცოდინებათ, რომელი ოჯახის წევრი კონკრეტულად რა დროს სტუმრობდა ბინას.


პულტების მართვა - თუ სახლში დისტანციური მართვის პულტების რაოდენობა იზრდება, ზოგჯერ უკვე რთულია იმის გაგება, თუ რისია რომელიმე კონკრეტული პულტი. აქ მაშველად გვევლინება უნივერსალური მოწყობილობა: იგი არის მინიატურული მფრინავი თეფშის ფორმის და თავსებადია დისტანციური მართვის თითქმის ყველანაირ საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან. ამ ყველაფერს აკონტროლებს აპლიკაცია, რომელიც ყენდება თქვენს მობილურ მოწყობილობაზე.


კვამლის დეტექტორი -
ეს მოწყობილობა გახლავთ კვამლის დეტექტორი, რომელიც დაგეხმარებათ ხანძრის თავიდან არიდებაში.

სიგარეტის ნამწვი, საძინებლის სანათური, სანთელი, მაღალი ენერგომოხმარების ტექნიკა, დამტენი ლოგინზე, დაძველებული გაყვანილობა... აი არასრული ჩამონათვალი იმისა, რაც შეიძლება ხანძრის მიზეზი გახდეს. მოწყობილობა აქტიურდება კვამლის აღმოჩენისთანავე და რთავს განგაშის რეჟიმს. ის გიგზავნით შეტყობინებას სმარტფონზე, სადაც, აპლიკაციის მეშვეობით, შეგიძლიათ სიტუაციაზე თვალის დევნება. საჭიროებისამებრ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სახანძრო სამსახურს, ან თვითონ გაუმკლავდეთ პრობლემას, სანამ იგი გართულდება.

 

კონტაქტი

სათაო ოფისი
საქართველო, თბილისი 0162

ბაგები, წყნეთის გზატკეცილი
მე-2 გასასვლელი, N10

info@flexi.ge 

გაყიდვების განყოფილება: 
+995 555 22 88 77; sales@flexi.ge
ორშაბათი-პარასკევი: 11:00-19:00